საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 11 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 25-28 თებერვალს, საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com ჩატარდება საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი ჭადრაკში 11 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 11 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 15 წლამდე – 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.   

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ: შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (თან ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.  ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

აჭარის რეგიონის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის ანგარიშის ნომერია: ს. ს. ’’ საქართველოს ბანკი’’,    ანგარიშის №  GE95BG0000000363099200

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 23 თებერვლი 18:00 სათი.

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/A9h79quj23mqixd58

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირების განრიგი:

ტ უ რ ი დ ღ ეს ა ა თ ი
ვებინარი და ტესტ ტურნირი25თებერვალი11წლ-16:00 15 წლ-18:00
 გახსნა26თებერვალი14:30
   I ტური26თებერვალი15:00
   II ტური26თებერვალი16:00
  III ტური26თებერვალი17:00
  IV ტური27თებერვალი15:00
   V ტური27თებერვალი16:00
   VI ტური27თებერვალი17:00
  VII ტური28თებერვალი15:00
   VIII ტური28თებერვალი16:00
   IX ტური28თებერვალი17:00
შედეგების გამოქვეყნება1 მარტი18:00

გამარჯვებულები:

ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,  საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს  მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი.

კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.

მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის გლობალური პრობლემების გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ერთი ან რამოდენიმე პარტია. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ტურის გადადება.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com

მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად, 25 თებერვალს გაიმართება ვებინარი და ტესტ პარტიები:

11 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 16:00 საათზე
https://us02web.zoom.us/j/83262703779?pwd=ZkFZT0RXUUcxWlVEai9kcGxGYjdJQT09

15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 18:00 საათზე
https://us02web.zoom.us/j/88350826782?pwd=SnBDemE0djR4Y3JNZlRnZXJObFVZUT09

ვებინარზე დასწრება სავალდებულოა მონაწილეებისათვის, ასევე სასურველია მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე