საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 18-22 დეკემბერს, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com ჩატარდება საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

14 წლამდე – 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
18 წლამდე – 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (თან ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის 17 დეკემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:

სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/HVu3HUsDrRAuo1Nv7

ელვისებურ ჭადრაკში –https://forms.gle/ZixEBDq3dCfnMasU8

2020 წლის17 დეკემბრის 18.00 საათამდე.

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია:

სწრაფ ჭადრაკში-  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
ელვისებურ ჭადრაკში – 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  17 დეკემბრის 18.00 საათი.

ტურნირების განრიგი:


სწრაფ ჭადრაკში

ტ უ რ ი დ ღ ეს ა ა თ ი
ვებინარი და ტესტ ტურნირი18 დეკემბერი14წლ-15:00 18 წლამდე – 18:00
 გახსნა19 დეკემბერი 14:30
   I ტური19 დეკემბერი15:00
   II ტური19 დეკემბერი16:30
  III ტური19 დეკემბერი18:00
  IV ტური20 დეკემბერი15:00
   V ტური20 დეკემბერი16:30
   VI ტური20 დეკემბერი18:00
  VII ტური21 დეკემბერი15:00
   VIII ტური21 დეკემბერი16:30
   IX ტური21 დეკემბერი18:00
   დახურვა21 დეკემბერი19:00

ელვისებურ ჭადრაკში

ტურიდღესაათი
 გახსნა22 დეკემბერი14:30
  I – IX ტური22 დეკემბერი15:00
დახურვა22 დეკემბერი18:00

გამარჯვებულები:

ჩემპიონატის გამარჯვებულები დასახელდებიან ტურნირის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში, როდესაც ონლაინ პლატფორმა chess.com -ის მიერ დასრულდება პარტიების შემოწმება სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვაზე.

ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით.

საერთო წესები:

სწრაფ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

ელვისებურ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 5 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,  საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს  მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი.

კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.

მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის გლობალური პრობლემების გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ერთი ან რამოდენიმე პარტია. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ტურის გადადება.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა – www.chess.com 

ყველა მონაწილე ვალდებულია ონლაინ პლატფორმაზე (პარამეტრებში / Settings) მიუთითოს თავისი ნამდვილი სახელი და გვარი.

მონაწილეები უნდა გაწევრიანდენ ონლაინ პლატფორმა www.chess.com შესაბამის ვირტუალურ კლუბში 17 დეკემბრის 22:00 საათამდე.

ტექნიკური საკითხების მონაწილეებისათვის გასაცნობად 18 დეკემბერს გაიმართება ვებინარი და ტესტ ტურნირი.

14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 15:00 საათზე

18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 18:00 საათზე

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე.