საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი – ონლაინ გრან-პრის შედეგები 9,11 და 13 წლამდე კატეგორიებში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21 თებერვლიდან დაიწყო საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

8 მარტს დასრულდა ონლაინ გრან-პრის ეტაპი. ასპარეზობა ჩატარდა საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

აჭარიდან გრან-პრის ეტაპზე გადასული იყო 4 მოჭადრაკე:

  • დემეტრე გოგიაშვილი (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • მარიამ ცეცხლაძე (13 წლამდე გოგონათა შორის)
  • ლულუ დიასამიძე (13 წლამდე გოგონათ შორის)
  • მარიამ კალანდაძე (13 წლამდე გოგონათ შორის)

ტურნირის დებულების თანახმად, I-IV ადგილზე გასულმა ჭაბუკებმა და გოგონებმა მოიპოვეს საქართველოს სუპერფინალის საგზური. აღსანიშნავია, რომ აჭარის წარმომადგენლებიდან სუპერფინალის საგზური მოიპოვა 3-მა მოჭადრაკემ: მარიამ კალანდაძემ, ლულუ დიასამიძემ და მარიამ ცეცხლაძემ!