საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით, საჭადრაკო პლატფორმაზე – ternelo.com ჩატარდება საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ჩატარების ვადები და ადგილი:

  • საქართველოს ონლაინ თასი: 20.02. – 25.02. 2022 წ. ონლაინ პლატფორმა ternelo.com
  • საქართველოს ონლაინ გრან-პრი: 04.03. – 08.03. 2022 წ. ონლაინ პლატფორმა ternelo.com
  • საქართველოს სუპერფინალი: 15.03. – 17.03. 2022 წ. თბილისის ჭადრაკის სასახლე

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 9 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 9 წლამდე გოგონათა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
  • 11 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 11 წლამდე გოგონათა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
  • 13 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 13 წლამდე გოგონათა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი იმართება 3 ეტაპად: საქართველოს ონლაინ თასი, საქართველოს ონლაინ გრან-პრი და საქრთველოს სუპერფინალი.

საქართველოს ონლაინ თასი:

ასპარეზობა ჩატარდება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით. 

I-VIII ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ საქართველოს ონლაინ გრან-პრის საგზურს.

ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
(9წ. ჭაბუკები და გოგონები
13წ. ჭაბუკები)
საათი
(11წ. ჭაბუკები და გოგონები
13წ. გოგონები)
ვებინარი20 თებერვალი 17:00 19:00
გახსნა21 თებერვალი 17:00 19:00
I ტური21 თებერვალი 17:30 19:30
II ტური22 თებერვალი 17:30 19:30
III ტური22 თებერვალი 18:15 20:15
IVტური23 თებერვალი 17:30 19:30
Vტური23 თებერვალი 18:15 20:15
VI ტური24 თებერვალი 17:30 19:30
VII ტური24 თებერვალი 18:15 20:15
VIII ტური25 თებერვალი 17:30 19:30
IX ტური25 თებერვალი 18:15 20:15

საქართველოს ონლაინ თასზე რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ  ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: რეგისტრაცია

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 19 თებერვალი 18:00 საათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –    მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილეს სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი”

საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

საქართველოს ონლაინ გრან-პრი:

ასპარეზობა ჩატარდება წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა უნდა დაადასტურონ მონაწილეობა არაუგვიანეს 1 მარტისა – ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –    მობ:  558 11 86 83

I-IV ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ საქართველოს სუპერფინალის საგზურს.

გრან-პრის განრიგი:

ტურიდღესაათი
ვებინარი4 მარტი19:00
გახსნა5 მარტი18:30
I ტური5 მარტი19:00
II ტური6 მარტი19:00
III ტური6 მარტი20:00
IVტური7 მარტი19:00
Vტური7 მარტი20:00
VI ტური8 მარტი19:00
VII ტური8 მარტი20:00

საქართველოს სუპერფინალი:

სუპერფინალის თითოეული ტურნირი ჩატრდება წრიული სისტემით, 6 მონაწილეს შორის.

დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა უნდა დაადასტურონ მონაწილეობა არაუგვიანეს 10 მარტისა – ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –    მობ:  558 11 86 83

სუპერფინალის განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე14 მარტი
გახსნა15 მარტი 15:00
I ტური15 მარტი 15:00
II ტური16 მარტი 15:00
III ტური16 მარტი 17:00
IVტური17 მარტი 15:00
Vტური17 მარტი 17:00
დახურვა17 მარტი 18:30

საქართველოს სუპერფინალის გამარჯვებულები და დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული ოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებიტ, მედლებით და დიპლომებით. ასევე, მოიპოვებენ 2022 წლის ევროპის სასკოლო ჩემპიონატის მონაწილეობის საგზურებს შესაბამის ასაკებში.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

ყველა ტურნირის შედეგების მიხედვით გამოვლინდება 3 საუკეთესო მწვრთნელი, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

ფულადი პრიზები – 8100 ლარი

ადგილი13წ. ჭაბუკები13წ. გოგონები11წ. ჭაბუკები11წ. გოგონები9წ. ჭაბუკები 9წ. გოგონები
1500500500500500500
2300300300300300300
3200200200200200200
4100100100100100100

მწვრთნელთა ფულადი პრიზები:

I ადგილი700 ლარი
II ადგილი500 ლარი
III ადგილი 300 ლარი

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი:

9 წლამდე ასაკის ჭაბუკებ და გოგონები და 13 წლამდე ჭაბუკები – 20 თებერვალი 19:00 საათი.

Zoom-ის ბმული- ვებინარის ბმული Meeting ID: 8130321 4871 Passcode: 589429

ტურნირის დირექტორი:  საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე