საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების I ლიგა

2 დეკემბერს ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს ვაჟთა 79-ე და ქალთა 77-ე ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის შესარჩევი ტურნირები, რომლებშიც ასპარეზობს 50 მოჭადრაკე.

აჭარიდან მონაწილეობს 5 სპორტსმენი: გაიოზ ნიგალიძე, ნოდარ ლორთქიფანიძე, ირაკლი ახვლედიანი, ნატა ჯიბუტი და სოფია ანთია.

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ჩემპიონატში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ვაჟთა I ლიგის 1-5 საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

ქალთა I ლიგიდან 1-3 ადგილებზე გასული სპორტსმენები მიიღებენ საგზურს საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.