საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25-28  იანვარს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ‘ნანა იოსელიანის თასი-2023‘ გაიმართება.

ტურნირები:

  •  ღია ტურნირი;  
  • ქალთა ტურნირი.

მონაწილენი და რეგისტრაცია:

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.

ღია ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს აქტიური რეიტინგის 2400 და მეტის მქონე მოჭადრაკეებს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით);
  • ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, IM, FM) მქონე აქტიურ მოჭადრაკეებს;
  • 2022 წლის მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული და კადეტთა ჩემპიონატებზე 1-5 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
  • საქართველოს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).

ქალთა ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს აქტიური რეიტინგის 2300 და მეტის მქონე მოჭადრაკეებს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით);
  • ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM, FM, WFM) მქონე აქტიურ მოჭადრაკეებს;
  • 2022 წლის მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული და კადეტთა ჩემპიონატებზე 1-5 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
  • საქართველოს 20 წლამდე გოგონათა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – სარეგისტაციო ბმული

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 იანვარი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –  მობ:  558 11 86 83

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.

ტურნირების განრიგი:

ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის დღე25 იანვარი 
გახსნა / მისალმება26 იანვარი14:45
I       ტური26 იანვარი15:00
II     ტური26 იანვარი16:15
III    ტური26 იანვარი17:30
IV    ტური27 იანვარი15:00
V     ტური27 იანვარი16:15
VI    ტური27 იანვარი17:30
VII   ტური28 იანვარი15:00
VIII  ტური28 იანვარი16:15
IX     ტური28 იანვარი17:30
დახურვა28 იანვარი18:30

გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:

  • ღია და ქალთა ტურნირებში I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით, საპრიზო სამეული – მედლითა და დიპლომით, ჩემპიონები კი ნანა იოსელიანის სახელობის თასთან ერთად მოიპოვებენ დაფინანსებას 2023 წლის მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე  სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

საპრიზო ფონდი:

ტურნირი12345
ღია ტურნირი15001000700500300
ქალთა ტურნირი 15001000700500300

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი