საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, 17-18 ივლისს, ბათუმში გაიმართება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის.

ჩატარების ვადები და ადგილი:

17-21 ივლისი, 2026 წ. ქ. ბათუმი, სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმი”. მის: ლეხ და მარია  კაჩინსკების ქუჩა 5ბ

ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება განახორციელოს წებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.
  • ქალთა ტურნირში 8-ზე ნაკლები მონაწილის შემთხვევაში ვაჟთა და ქალთა ტურნირები გაერთიანდება.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

მონაწილენი და რეგისტრაცია:

 ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები და აქვთ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მონაწილეებს შევსებული უნდა ჰქონდეთ ფედერაციაში გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა  https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უწდა შეავსონ ოწლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/WXnrcn66mGrSX31k8

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივლისის 18:00 საათი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა:  მობ: 599 069497558 41 09 04

ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:

  • 1 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
  • 2-3 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
  • ტურნირის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები.

ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი – სალომე მელია