ონლაინ ტურნირები საქართველოს მასშტაბით

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 თვის მანძილზე: მაისი, ივნისი, ივლისი, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com ყოველდღიურ რეჯიმში იმართებოდა ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირებში მონაწილეობა პროფესიონალებთან ერთად ჭადრაკის მოყვარულებსაც შეეძლოთ. პრიზებად დაწესებული იყო სიმბოლური საჩუქრები: საჭადრაკო ლიტერატურა და სუვენირები.

ყოველ კვირა დღეს ტარდებოდა დახურული ტურნირი, სადაც წოდებიანი მოჭადრაკეების გარდა, ყოველდღიური ტურნირებიდან მოპოვებული საგზურებითაც ერთვებოდნენ მონაწილეები. საკვირაო ტურნირში გამარჯვებულებს პრიზად ფულადი ჯილდო ერგებოდა.

ტურნირები, სადაც დაწესებული იყო პრიზები, ტარდებოდა ყოველდღიურ რეჯიმში 20:00 საათზე და კვირას 17:00 საათზე, დროის კონტროლით 3 წუთი 2 წამის დამატებით, გარდა ამისა კი, ყოველდღიურ რეჯიმში ტარდებოდა სხვადასხვა სამოყვარულო ტურნირები: 12:00 საათზე დროის კონტროლით: 15+10, 16:00 საათზე კი დროის კონტროლით: 5+5. ტურნირების დირექტორი გახლდათ საერთაშორისო ორგანიზატორი და მსაჯი დავით კოდუა.

აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურ შესარჩევ ტურნირებში ბათუმელმა სპორტსმენებმა 4-ჯერ მოიპოვეს მედალი:

ირაკლი ახვლედიანი – ბრინჯაო

თინათინ ბერიძე –  ბრინჯაო და ვერცხლი

მარიამ თევზაძე –   ბრინჯაო

აღსანიშნავია მარიამ თევზაძის წარმატება ევროპის ონლაინ ჩემპიონატზეც. 1700-დან  2000-მდე რეიტინგ კატეგორიაში მან ქალთა შორის სუკეთესო შედეგი აჩვენა და 2021 წლის ევროპის მოყვარულთა ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

საკვირაო ტურნირებში ბათუმელების მონაგარში 5 მედალია:

ნოდარ ლორთქიფანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, სოფიკო ტერელაძემ კი 4-ჯერ მოიგო ქალთა I პრიზი!  აღსანიშნავია, რომ ქალთა I ადგილთან ერთად, ის ტურნირის საერთო ჩათვლაში მამაკაცთა შორის საპრიზო სამეულშიც გადიოდა.