ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 მაისს სასტუმრო ბილტმორში, ლეგენდარული ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ღონისძიება ორ კატეგორიად ვაჟთა და ქალთა შორის ჩატარდა.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

აჭარიდან მონაწილეობდა 6 სპორტსმენი:

  • ნინო ბაციაშვილი
  • კესარია მგელაძე
  • მარიამ კალანდაძე
  • ლულუ დიასამიძე
  • მარიამ ცეცხლაძე
  • ირაკლი ახვლედიანი

საბოლოო შედეგები:

ქალთა შორის:

I ადგილი – ნინო ბაციაშვილი
II ადგილი – სოფიკო ხუხაშვილი
III ადგილი – მერი არაბიძე

ვაჟთა შორის:

I ადგილი – გიგა ყუფარაძე
II ადგილი – ბაადურ ჯობავა
III ადგილი -ლევან ფანცულაია

ტურნირში დაწესებული იყო სხვადასხვა ნომინაციები:

საუკეთესო სენიორი ქალი – სოფიო ნიკოლაძე
საუკეთესო გოგონათა შორის – ანასტასია კირთაძე
საუკეთესო სენიორი ვაჟი – ზურაბ სტურუა
საუკეთესო ჭაბუკთა შორის – დავით ნემსაძე

დახურვის ცერემონიაზე ნონა გაფრინდაშვილს მიულოცეს დაბადების დღე და გაიხსენეს მასთან დაკავშირებული ისტორიები, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ როლს მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.

ნონა გაფრინდაშვილი – ეპოქა, რომელიც აგრძელებს შთაგონებას!

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: