“ნინო გურიელის თასის” გამარჯვებულები

7 დეკემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს პირველობა გაიმართა. ჩემპიონატი ამავდროულად ‘ნინო გურიელის თასის’ გათამაშებაც გახლდათ.

ტურნირი ქალთა და ვაჟთა შორის შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი 3 წუთი 2 წამის დამატებით. სპარეზობაში 90 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ქალთა ტურნირში დასაწყისშივე გალიდერდნენ და დამაჯერებლად გაინაწილეს პირველობა სოფო ხუხაშვილმა და მერი არაბიძემ. გამარჯვებულებმა 13-იდან 11 ქულა დააგროვეს და პირად შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონის წოდება ხუხაშვილმა მოიპოვა.

მესამე ადგილზე 10 ქულით ერთპიროვნულად გავიდა საერთაშორისო ოსტატი ალექსანდრა ვახანია.მეოთხე ადგილზე 8,5 ქულით ინგა ხურცილავა განთავსდა, ხოლო V-VI ადგილები 8-8 ქულით: მაკა ფურცელაძემ და ნინო ბაციაშვილმა გაინაწილეს.

ვაჟთა ჩემპიონატში პრაქტიკულად ქვეყნის ყველა წამყვანი მოჭადრაკე თამაშობდა.

საბოლოოდ ჩემპიონობა 10,5 ქულით ბაადურ ჯობავამ მოიპოვა, II-III საპრიზო ადგილები 10 ქულით გიგა ყუფარაძემ და დავიდ ბენიძეგაინაწილეს, IV ადგილზე 9,5 ქულით მერაბ გაგუნაშვილი გავიდა, ხოლო V-VI ადგილები: აკაკი ყალიჩავამ და ლევან ფანცულაიამ გაინაწილეს.