ნანა იოსელიანის საიუბილეო თასი – 2022

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 9 – 12 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ნანა იოსელიანის საიუბილეო თასი – 2022 გაიმართება.

ტურნირები:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს. 

  • ღია ტურნირი;
  • ქალთა ტურნირი;
  • ბავშვთა ტურნირები.

  9 წლამდე ასაკის გოგონებს შორის (2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი);

       9 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის (2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი);

       11 წლამდე ასაკის გოგონებს შორის (2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი);

       11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის (2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი);

       13 წლამდე ასაკის გოგონებს შორის (2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი);

       13 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის (2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი);

სათამაშო წესები:

დროის კონტროლი:

ღია და ქალთა ტურნირში -3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. 

ბავშვთა ტურნირებში -10 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ღია და ქალთა ტურნირი: ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

ბავშვთა ტურნირები: ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.

რეგისტრაცია:

ტურნირებში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ  2022 წლის 9 თებერვლის 18:00 საათამდე.

ნატა ალავიძესთან: ელ-ფოსტა –  მობ:  558 11 86 83

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:

 ღია და ქალთა ტურნირებში – https://forms.gle/JZBc9nc5fuVqJDnQ9

ბავშვთა ტურნირებში – https://forms.gle/gctgyoV9xncMkgew6

ტურნირების განრიგი:

ღია და ქალთა ტურნირი:

ტურირიცხვიღია და ქალთა ტურნირი
ჩამოსვლის / რეგისტრაციის დღე9 თებერვალი 
გახსნა12 თებერვალი14:30
I – IX  ტური12 თებერვალი15:00
დახურვა12 თებერვალი18:00

ბავშვთა ტურნირი:

ტურირიცხვიბავშვთა ტურნირი ჭაბუკები-9,11,13 წ.წ.ბავშვთა ტურნირი გოგონები-9,11,13 წ.წ.
ჩამოსვლის / რეგისტრაციის დღე9 თებერვალი  
გახსნა (ჭაბუკები-9,11,13 წ.წ.)10 თებერვალი14:30 
I – VII  ტური (ჭაბუკები-9,11,13 წ.წ.)10 თებერვალი15:00 
გახსნა (გოგონები-9,11,13 წ.წ.)11 თებერვალი 14:30
I – VII  ტური (გოგონები-9,11,13 წ.წ.)11 თებერვალი 15:00
დახურვა12 თებერვალი18:0018:00

დაჯილდოება:

ყველა ტურნირში:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ნანა იოსელიანის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი  პრიზებით.
  • II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

საპრიზო ფონდი:

ღია და ქალთა ტურნირში – 5600 ლარი:

ტურნირი12345
ვაჟები1000800500300200
ქალები1000800500300200

ბავშვთა  ტურნირში – 2700 ლარი:

ჭაბუკები -9 წ.გოგონები -9 წ.ჭაბუკები -11 წ.გოგონები -11 წ.ჭაბუკები -13 წ.გოგონები -13 წ.
1200200200200200200
2150150150150150150
3100100100100100100

საერთო წესები:

ღია და ქალთა ტურნირში ტურზე დაგვიანების დრო – 3 წუთი.

ბავშვთა ტურნირში ტურზე დაგვიანების დრო – 10 წუთი.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი -მარგალიტა თანდაშვილი