მსაჯთა სალიცენზიო გამოცდა

2022 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები ეროვნული არბიტრის წოდების მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ სრულწლოვან პირებს.

გამოცდაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ: სარეგისტრაციო ფორმა

გაწევრიანდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში და გადაიხადონ წლიური საწევრო თანხა 24 ლარი შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე.

საკონტაქტო პირი – ღონისძიებების / მსაჯთა და საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე დათო კოდუა