მარიამ ცეცხლაძის მორიგი წარმატება!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 ნოემბერს,  ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში – U2000, U1600, U1200 საქართველოს  ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 170-მდე მოჭადრაკე, აქედან კი 3 იყო აჭარიდან: მარიამ ცეცხლაძე (U2000), ლულუ დიასამიძე (U2000) და გიორგი ჭანტურია (U1600).

მარიამ ცეცხლაძემ U2000-ის კატეგორიაში ქალთა ჩათვლაში 9-დან 4.5 ქულით I ადგილი დაიკავა! ლულუ დიასამიძემ კი 9-დან 4 ქულით III ადგილი დაისაკუთრა.