თემურ ლომაიას XXIII მემორიალი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 14 ოქტომბერს დაიწყო თემურ ლომაიას მემორიალი 8, 10, 12, 14 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირში მონაწილეობს 64 მოჭადრაკე. ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7ტურად.

გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.