იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში ევროპის ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის დასრულდა.
ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში 50+ და 65+ ჩატარდა.
ღონისძიებაში 34 ევროპული ქვეყნის 250-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა.
საქართველოს სახელით 65+ კატეგორიაში ასპარეზობდნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ სტურუა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ სტურუა ევროპის 7-გზის ჩემპიონია სენიოთა შორის! მან 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის გამარჯვებული ერთპიროვნულად გახდა.
ნონა გაფრინდაშვილმა 9-დან 5.5 ქულით V ადგილი დაიკავა.
ზურაბ სტურუას ევროპის ჩემპიონობის წლები:
- 50+ კატეგორია – 2015, 2016, 2019, 2023
- 65+ კატეგორია – 2024, 2025, 2026
ღონისძიების საპრიზო ფონდი იყო 18 000 ევრო.

