მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, 20 ნოემბერს, ევროპის ქალთა და ვაჟთა გუნდური ჩემპიონატი დასრულდა.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა. ვაჟთა შორის 38 გუნდი მონაწილეობდა, ქალთა შორის კი 32.
ქალთა შორის ჩემპიონატის გამარჯვებული ბულგარეთის ნაკრები გახდა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანის გუნდი გავიდა, მესამეზე კი – საფრანგეთი.
საქართველოს ქალთა ნაკრები X ადგილზე გავიდა,.
აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებმა პირად დაფებზე 2 მედალი მოიპოვეს: III დაფაზე მერი არაბიძემ ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო V დაფაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი სალომე მელია გახდა.
ნაკრების შემადგენლობა:
- ბელა ხოტენაშვილი (2498)
- ნინო ბაციაშვილი (2487)
- მერი არაბიძე (2458)
- ლელა ჯავახიშვილი (2440)
- სალომე მელია (2354)
გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა. ნაკრებს დავითთან ერთად მოწვეული მწვრთნელი პაველ ელიანოვი ამზადებდა.
ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული სერბეთის გუნდმა მოიპოვა, II ადგილზე გერმანია გავიდა, III-ზე კი – სომხები.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა XI ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პირად დაფაზე ბაადურ ჯობავამ ოქროს მედალი მოიპოვა.
ნაკრების შემადგენლობა:
- ბაადურ ჯობავა (2568)
- მიხეილ მჭედლიშვილი (2564)
- ლუკა პაიჭაძე (2501)
- ნიკოლოზ კაჭარავა (2519)
- გიგა ყუფარაძე (2490)
გუნდის კაპიტანი – ლევან ფანცულაია