საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15 აპრილს, ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
შეჯიბრება იმართება მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.
ყველა ასაკობრივი კატეგორია იმართება 9 ტურად შვეიცარული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი – წრიული სისტემით 7 ტურად. ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 270-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
შვეიცარული სისტემის თაი-ბრეიქი:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
შვეიცარული ტურნირის განრიგი:

წრიული სისტემის თაი-ბრეიქი:
- ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
- მოგებების მეტი რაოდენობა;
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- კოიას სისტემა;
- თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები.
წრიული ტურნირის განრიგი:
| ტური | რიცხვი | 16, 18 წ. |
| გახსნა | 15 აპრილი | 15:45 |
| I ტური | 15 აპრილი | 16:00 |
| II ტური | 16 აპრილი | 16:00 |
| III ტური | 17 აპრილი | 16:00 |
| IVტური | 18 აპრილი | 16:00 |
| დასვენების დღე | 19 აპრილი | |
| Vტური | 20 აპრილი | 16:00 |
| VI ტური | 21 აპრილი | 16:00 |
| VII ტური | 22 აპრილი | 16:00 |
| დახურვა | 23 აპრილი | 20:00 |
ტურნირში მიმდინარებს 24 დაფის ლაივ ტრანსლაცია (თითიეულ ასაკში 2 დაფა).10,12,14,16 და 18 წლამდე კატეგორიებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.
ღონისძების ფოტოკოლაჟი:













