ევროპის ქალთა და ვაჟთა გუნდური ჩემპიონატის შედეგები

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, 20 ნოემბერს, ევროპის ქალთა და ვაჟთა გუნდური ჩემპიონატი დასრულდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა. ვაჟთა შორის 38 გუნდი მონაწილეობდა, ქალთა შორის კი 32.

ქალთა შორის ჩემპიონატის გამარჯვებული ბულგარეთის ნაკრები გახდა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანის გუნდი გავიდა, მესამეზე კი – საფრანგეთი.

საქართველოს ქალთა ნაკრები X ადგილზე გავიდა,.

აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებმა პირად დაფებზე 2 მედალი მოიპოვეს: III დაფაზე მერი არაბიძემ ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო V დაფაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი სალომე მელია გახდა.

ნაკრების შემადგენლობა:

  1. ბელა ხოტენაშვილი (2498)
  2. ნინო ბაციაშვილი (2487)
  3. მერი არაბიძე (2458)
  4. ლელა ჯავახიშვილი (2440)
  5. სალომე მელია (2354)

გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა. ნაკრებს დავითთან ერთად მოწვეული მწვრთნელი პაველ ელიანოვი ამზადებდა.

ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული სერბეთის გუნდმა მოიპოვა, II ადგილზე გერმანია გავიდა, III-ზე კი – სომხები.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა XI ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პირად დაფაზე ბაადურ ჯობავამ ოქროს მედალი მოიპოვა.

ნაკრების შემადგენლობა:

  1. ბაადურ ჯობავა (2568)
  2. მიხეილ მჭედლიშვილი (2564)
  3. ლუკა პაიჭაძე (2501)
  4. ნიკოლოზ კაჭარავა (2519)
  5. გიგა ყუფარაძე (2490)

გუნდის კაპიტანი – ლევან ფანცულაია