საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, , ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო და აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
შეჯიბრება იმართება მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.
ყველა ასაკობრივი კატეგორია იმართება 9 ტურად შვეიცარული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი – წრიული სისტემით 7 ტურად. ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 270-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.
ტურნირში მიმდინარებს 24 დაფის ლაივ ტრანსლაცია (თითიეულ ასაკში 2 დაფა).
4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დაგროვეს:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ალექსანდრე გელენიძე (4-დან 4 ქულა)
8 წლამდე გოგონათა შორის:
- ევა დოლიძე (4-დან 3.5 ქულა)
- მარიამ მიქაძე (4-დან 3.5 ქულა)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ლაზარე კვაჭახიძე (4-დან 4 ქულა)
10 წლამდე გოგონათა შორის:
- ელისაბედ სიხარულიძე (4-დან 3.5 ქულა)
- ლილე სვანაძე (4-დან 3.5 ქულა)
- ნია კცარაცხელია (4-დან 3.5 ქულა)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ანდრია ჯახაია (4-დან 3.5 ქულა)
- ლუკა სახოკია (4-დან 3.5 ქულა)
12 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ რეხვიაშვილი (4-დან 3.5 ქულა)
- მართა დოგრაშვილი (4-დან 3.5 ქულა)
14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ანდრია ქრისტესიაშვილი (4-დან 4 ქულა)
14 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ გიორგაძე (4-დან 3.5 ქულა)
- ნინო ლიპარტია (4-დან 3.5 ქულა)
16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ანდრია კვირიაშვილი (4-დან 3.5 ქულა)
- ერეკლე ტაბატაძე (4-დან 3.5 ქულა)
16 წლამდე გოგონათა შორის:
- ლიკა ჩხარტიშვილი (4-დან 4 ქულა)
18 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ნიკოლოზ შამათავა (4-დან 3.5 ქულა)
18 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ გოთუა (4-დან 3 ქულა)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:














