გია მახარაძის თასი

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის “ბათუმი 2026”-ის ფარგლებში, 26 ივლისს გაიმართება ‘’გია მახარაძის თასი’’ ელვისებურ ჭადრაკში.

ჩატარების ადგილი: 

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე. 

მისამართი: ლეონიძის 15.

ტურნირის კატეგორიები:

  • A – ღია ტურნირი;
  • B – ღია ტურნირი 12 წლამდე. 

დასაწყისი 17:00 სთ.

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

ღია ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/8i9dLhmZUCA3cAQB9

ბლიც ტურნირის სატურნირო შესატანი – 20 ლ.

სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
საინდ. კოდი: 245424704  ს.ს.“საქართველოს ბანკი“
ანგარიშის № GE95BG 0000 000 363 099 200

ბლიც ტურნირის პრიზები:

ყველა კატეგორიის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლით და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონი ასევე თასით. ტურნირში ასევე გამოიყოფა საუკეთესო მადნილოსნის ნომინაცია. 

ყველა კატეგორიაში ასევე დაჯილდოვდება საუკეთესო შედეგის მქონე ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც დიპლომთან ერთად გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.

პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება, რომელიც გაიმართება 28 ივლისს 17:00 საათზე.