ბუხუტი გურგენიძის თასი-2022

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ბუხუტი გურგენიძის თასი 2022 გამართება.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 8 წლამდე გოგონათა შორის – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
  • 10 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 10 წლამდე გოგონათა შორის – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
  • 12 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 12 წლამდე გოგონათა შორის – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დაითვლება ფიდეს  რეიტინგი  რაპიდში.                                

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე  5 წამის დამატებით.                            

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/1H12NBkeeycjUpyv5

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 ოქტომბრის 18:00 საათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:  

სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22                                                                                                                                          ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000  

სატურნირო შესატანი:  20 ლარი

ტურნირის განრიგი:

ტურიდღეგოგონები-8,10,12 წ.წ.ჭაბუკები-8,10,12 წ.წ.
რეგისტრაცია13 ოქტომბერი  
გახსნა14 ოქტომბერი15:0017:00
I ტური14 ოქტომბერი15:0017:00
II ტური15 ოქტომბერი15:0017:00
III ტური16 ოქტომბერი12:0014:00
IVტური18 ოქტომბერი12:0014:00
Vტური19 ოქტომბერი15:0017:00
VI ტური20 ოქტომბერი15:0017:00
VII ტური და დახურვა21 ოქტომბერი15:0017:00

პრიზები: საპრიზო ფონდია – 1800 ლარი.

 ჭაბუკები-8 წ.გოგონები-8 წ.ჭაბუკები-10 წ.გოგონები-10 წ.ჭაბუკები-12 წ.გოგონები-12 წ.
1150150150150150150
2100100100100100100
3505050505050

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.