„ახალციხე 2022“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 28-30 ოქტომბერს ქ. ვალეს კულტურის სასახლეში საჭადრაკო ფესტივალი „ახალციხე – 2022’’ გაიმართა.

ასპარეზობა გაიმართა ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში: 8, 10, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, 7 ტურად, დროის კონტროლით: 25 წუთი + 10 წამის დამატებით.

შეჯიბრებაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 200-მდე ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

აჭარიდან მონაწილეობდნენ ლიზი და ალექსანდრე ვასაძეები.