აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 6 დეკემბერს, აჭარის ვაჟთა და ქალთა ღია ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის, საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com გაიმართა.
ღონისძიება ფიდეს წესებით, 8 მონაწილეს შორის, წრიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით.
საერთო საბოლოო შედეგი:
- ლერი ტალიკაძე (7-დან 7ქულა)
- მარგალიტა ნათელაური (7-დან 5 ქულა)
- რომან წითელაძე (7-დან 4.5 ქულა)
- ანანო გოგონაძე (7-დან 4.5 ქულა)
- არჩილ ვერულიძე (7-დან 2.5 ქულა)
- ანნა მგელაძე (7-დან 2 ქულა)
- მარიამ კაპანაძე (7-დან 1.5 ქულა)
- მადონა არძენაძე (7-დან 1 ქულა)
ვაჟთა შორის გამარჯვებული გახდა ლერი ტალიკაძე, ხოლო ქალთა შორის – მარგალიტა ნათელაური.
პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ელექტრონული დიპლომებით, საჭადრაკო ლიტერატურით და საჭადრაკო ფიგურის სუვენირით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა ფასიანი საჩუქარი.