აჭარის ვაჟთა და ქალთა ღია ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 6 დეკემბერს, აჭარის ვაჟთა და ქალთა ღია ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის, საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com გაიმართა.

ღონისძიება ფიდეს წესებით, 8 მონაწილეს შორის, წრიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით.

საერთო საბოლოო შედეგი:

  1. ლერი ტალიკაძე (7-დან 7ქულა)
  2. მარგალიტა ნათელაური (7-დან 5 ქულა)
  3. რომან წითელაძე (7-დან 4.5 ქულა)
  4. ანანო გოგონაძე (7-დან 4.5 ქულა)
  5. არჩილ ვერულიძე (7-დან 2.5 ქულა)
  6. ანნა მგელაძე (7-დან 2 ქულა)
  7. მარიამ კაპანაძე (7-დან 1.5 ქულა)
  8. მადონა არძენაძე (7-დან 1 ქულა)

ვაჟთა შორის გამარჯვებული გახდა ლერი ტალიკაძე, ხოლო ქალთა შორის – მარგალიტა ნათელაური.

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ელექტრონული დიპლომებით, საჭადრაკო ლიტერატურით და საჭადრაკო ფიგურის სუვენირით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა ფასიანი საჩუქარი.