აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საჭადრაკო ფესტივალმა “შავი ზღვის დელფინი – 2023” 8,10,12 და 20 წლამდე კატეგორიებში.
ღონისძიება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ტარდება. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ფესტივალის ფარგლებში ასევე იმართება ბლიც ტურნირები:
- 19 აგვისტოს – 8,10,12 წლამდე კატეგორიებში,
- 20 აგვისტოს – ღია ბლიც ტურნირი.
ფესტივალში ჩართულია 5 ქვეყნის 100-ზე მეტი მოჭადრაკე.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/08/367510581_261924706647919_1552960778877357487_n-1024x768.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/08/367521038_847461433463363_4728299754024193862_n-1-1024x768.jpg)