დასრულდა FIDE-ს მესამე ოლიმპიადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

17 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შშმ პირთა ჭადრაკის რიგით მე-3 ოლიმპიადა დასრულდა.

ოლიმპიადა FIDE-სა და უზბეკეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე + 30 წუთი დარჩენილ პარტიაზე + 30 წამი ყოველი სვლის შემდეგ.

შეჯიბრებაში 36 ქვეყნის 41 გუნდი მონაწილეობდა.

ოლიმპიადის გამარჯვებული პოლონეთის ნაკრები გახდა, გუნდმა შვიდ ტურში 13 მატჩ-ქულა დააგროვა და ტურნირი დაუმარცხებლად დაამთავრა.

გამარჯვებული სამეული:

  1. პოლონეთი — 13 მატჩ-ქულა
  2. კუბა — 12 მატჩ-ქულა
  3. უზბეკეთი-1 — 11 მატჩ-ქულა

FIDE-ს ინფორმაციით, ეს ფორმატი გაგრძელდება მომავალშიც. შშმ პირთა ჭადრაკის მე-4 ოლიმპიადა 2028 წელს აბუ-დაბიში უნდა ჩატარდეს.