საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 20 სექტემბერსმუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.

ტურნირის კატეგორიები:

  • A – ღია ტურნირი;
  • B – 12 წლამდე ღია ტურნირი.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი:  თითოეულ მონაწილეს მიეცა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 3 წამის დამატებით. ღონისძიებაში 44 სპორტსმენი მონაწილეობდა. A ღია ტურნირში დაითვლა  ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.

A ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  1. მაკოვეევ ილია (7-დან 7 ქულა)
  2. რეპრინცევი ალექსანდრე (7-დან 6 ქულა)
  3. ბოლქვაძე ბადრი (7-დან 5 ქულა)

ქალთა ნომინაციის გამარჯვებულნი:

  1. ბოდნარუკ კსენია (7-დან 4.5 ქულა)
  2. მალაზონია ანა (7-დან 4 ქულა)
  3. პანფილოვა ტომილა (7-დან 3 ქულა)

12 წლადმე კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  1. ცინცაძე თევდორე (7-დან 5 ქულა)
  2. აბულაძე ილია(7-დან 5 ქულა)
  3. ბალაძე დაჩი (7-დან 5 ქულა)

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებულნი:

  1. მამულაძე ანასტასია (7-დან 4.5 ქულა)
  2. ბოლქვაძე ნინო (7-დან 3.5 ქულა)
  3. ნაკაშიძე ელენე (7-დან 3 ქულა)

გამარჯვებულები:

A და B კატეგორიაში I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები და 3 საუკეთესო მანდილოსანი დაჯილდოვდნენ  მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით. კატეგორიის გამარჯვებულს ასევე გადაეცა თასი.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: