სტარტი აიღო საჭადრაკო ფესტივალმა „შავი ზღვის დელფინი – 2023“

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში  სტარტი აიღო საჭადრაკო ფესტივალმა “შავი ზღვის დელფინი – 2023” 8,10,12 და 20 წლამდე კატეგორიებში.

ღონისძიება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ტარდება. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ფესტივალის ფარგლებში ასევე იმართება ბლიც ტურნირები:

  • 19 აგვისტოს – 8,10,12 წლამდე კატეგორიებში,
  • 20 აგვისტოს – ღია ბლიც ტურნირი.

ფესტივალში ჩართულია 5 ქვეყნის 100-ზე მეტი მოჭადრაკე.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: