საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის შედეგები 5 ტურის შემდეგ

15-24 მაისს, ბათუმი საქართველოს 33-ე ჩემპიონატს მასპინძლობს 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ღონისძიებაში ასპარეზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი 175 სპორტსმენი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათ შორის დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
  • პარტიები იწყება ყოველ დღე 15.00 საათზე (ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება).

დროის კონტროლი:

  • ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

8 წლამდე ჭაბუკთა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი/ გ.გოგიჩაიშვილი) 5-დან 5 ქულა

8 წლამდე გოგონათა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. ლილე სვანიძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 5-დან 5 ქულა

12 წლამდე ჭაბუკთა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. დავით თათვიძე (ქუთაისი/ ირაკლი ახვლედიანი) 5-დან 4.5 ქულა
  2. გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი/ გიორგი ტყეშელაშვილი) 5-დან 4.5 ქულა

12 წლამდე გოგონათა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი/ გიორგი მენაბდე) 5-დან 4.5 ქულა
  2. სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი/ დავით ზარქუა) 5-დან 4.5 ქულა

16 წლამდე ჭაბუკთა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. დავითი ნემსაძე (ქუთაისი/ გიგა ყუფარაძე) 5-დან 5 ქულა

16 წლამდე გოგონათა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. მარიამ კალანდაძე (ბათუმი/ თენგიზ დიდმანიძე) 5-დან 4.5 ქულა

ღონისძების ფოტოკოლაჟი: