მსოფლიო თასის მონაწილეთა დასვენების დღის პროგრამა

15-28 ივნისს, ქალაქი ბათუმი მასპინძლობს ფიდეს მსოფლიო თასს 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ქ. ბათუმის მერიააჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

შეჯიბრება იმართება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი:90 წუთი, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა პარტია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.

ტურნირის სათამაშო დარბაზებია სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიოში” და სასტუმრო ”ეუფორიაში”. ასპარეზობაში მონაწილეობს 68- ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.

მე-6 ტურის შემდეგ 22 ივნისს, შეჯიბრების ოფიციალური დასვენების დღე იყო. მონაწილეებს მიეცათ საშუალება, ესარგემლათ ორგანიზატორების მიერ მომზადებული მრავალფეროვანი პროგრამით.

21 ივნისს, დასვენების დღის წინ ორგანიზატორებმა ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტურნირის მონაწილეებისთვის, თანმხლები პირებისა და არბიტრებისთვის ბათუმის დელფინარიუმში სპეციალური ვიზიტი მოაწყვეს.

დელფინების შთამბეჭდავმა შოუმ ბავშვებს დაუვიწყარი მოგონებები დაუტოვა.

22 ივნისს, ტურნირის ოფიციალურ დასვენების დღეს, მონაწილეებისთვის დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა.

სტუმრები ეწვიენ ბათუმის ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს, რომელიც თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.

8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 239 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: