ნესისის თასი – 2026

22 ივნისს, ბათუმმა ტრადიციულად უმასპინძლა საჭადრაკო სამყაროში გამორჩეული პიროვნების – გენადი ნესისის სახელობის საერთაშორისო ტურნირს.

რიგით XV გენადი ნესისის თასის გათამაშება – რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა, კიდევ ერთხელ იქცა მაღალი დონის მოჭადრაკეების შეხვედრისა და სპორტული დაპირისპირების მნიშვნელოვან ასპარეზად.

გენადი ნესისი ჭადრაკის სამყაროში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს. იგი არის ფიდეს საერთაშორისო არბიტრი, ფიდეს სენიორ მწვრთნელი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი, საჭადრაკო ლიტერატურის ავტორი და ჭადრაკის დიდი მხარდამჭერი და მეცენატი, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. ასპარეზობაში 31 ქვეყნის 58 მოჭადრაკე მონაწილეობდა, რომელთაგან 39 ფიდეს საერთაშორისო ტიტულის მფლობელი იყო, რაც შეჯიბრების მაღალ სპორტულ დონეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ვაჟთა შორის პირველ-მეორე ადგილები თანაბარი ქულებით გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

  1. ვუგარ ასადლი (აზერბაიჯანი) – 7½ ქულა
  2. ფარუხ ამონატოვი (ტაჯიკეთი) – 7½ ქულა
  3. ალექსანდრ ოსტროვსკი (აშშ) – 7 ქულა

ქალთა შორის გამარჯვებულები:

  1. ინგა ხურცილავა (საქართველო) – 5 ქულა
  2. სოფო ნიკოლაძე (საქართველო) – 4.5 ქულა
  3. ქსენია ბოდნარუკ (ფიდე) – 4.5 ქულა

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: