2026 წლის 15-28 ივნისს, ქალაქი ბათუმი მასპინძლობს მსოფლიო თასს 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
შეჯიბრება იმართება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა პარტია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.
ტურნირის სათამაშო დარბაზებია სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიოში” და სასტუმრო ”ეუფორიაში”. ასპარეზობაში მონაწილეობს 68- ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.
8 ტურის შემდეგ ტურნირის ლიდერებია:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ჯინ იუსინი (ჩინეთი) 8-დან 7 ქულა
- ივანოვ ტეო (ბელგია) 8-დან 7 ქულა
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- სატვიკ სვაინ (ინდოეთი) 8-დან 7 ქულა
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ჟაუინბაი ალიმჟან (ყაზახეთი) 8-დან 7 ქულა
8 წლამდე გოგონათა შორის:
- სუნ იუნჯინ (ჩინეთი) 8-დან 7.5 ქულა
10 წლამდე გოგონათა შორის:
- ჩენ ჟიჰანი (ჩინეთი) 8 -დან 7.5 ქულა
12 წლამდე გოგონათა შორის:
- დივი ბიჯეშ (ინდოეთი) 8-დან 7 ქულა
საქართველოდან მონაწილეობს 75 სპორტსმენი, მათ შორის კი 13 აჭარის რეგიონის წარმომადგენელია:
- შაინიძე ნატა (8 წლამდე გოგონათა შორის)
- ლომინაძე ნიკო (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სხვიტარიძე დანიელი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბალაძე დაჩი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბულკა ვიტალი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ევდოკიმოვ იური (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბასილაძე ანდრია (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ფუტკარაძე დავითი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ცინცაძე თევდორე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- აბულაძე ილია (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სოსელია ევა (10 წლამდე გოგონათა შორის)
- შავაძე მარიამი (10 წლამდე გოგონათა შორის)
- გოგუაძე მარიამი (12 წლამდე გოგონათა შორის)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:






