ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე აჭარიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს!

მოახლოვდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი. ტურნირის გახსნის ცერემონია 23 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებების შემადგენლობაში  3 ბათუმელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას!

პირველ ნაკრებში იასპარეზებს სალომე მელია,

მეორე ნაკრებში – ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე.