ხულოს მუნიციპალიტეტში დაიწყო რაიონული ჩემპიონატები

 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით,  ხულოს რესურსცენტრისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელშეწყობით,   დღეს, ხულოს  ცენტრის საჯარო სკოლის  ბაზაზე  დაიწყო  რაიონული ჩემპიონატები  ჭადრაკში  3 ასაკობრივ  კატეგორიაში: 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 

ღონისძიების გახსნას ესწრებოდა ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ედუარდ მიქელაძე.

მიუხედავად  ზამთრის  სუსხიანი და თოვლიანი  ამინდისა, ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ ხულოს  მუნიციპალიტეტის 7 სოფლის — ჩაოს, ბეღლეთის,  ტაბახმელას, უჩხოს , დიდაჭარის,  ვაშლოვანისა  და  დაბა ხულოს  საჯარო სკოლის მოჭადრაკეები.  აღსანიშნავია, რომ ტურნირში მოჭადრაკეების (74) უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა.  

 აღნიშნული ტურნირების  ჩატარებით  სპორტის ამ სახეობის განვითარებისა  და მასობრიობის  გარდა,  მისი მიზანია გამოავლინოს  გამარჯვებულები, რომლებიც  მონაწილეობას  მიიღებენ  ქ. ბათუმში, იგივე  ასაკობრივი  ჯგუფების  აჭარის  ჩემპიონატებში .  აჭარის ჩემპიონატებში გამარჯვებულები კი მონაწილეობას  მიიღებენ ქალაქ თბილისში  საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში.