მსოფლიო ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში

25-30 დეკემბერს ქ. მოსკოვში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს ცნობილი ტოპ-მოჭადრაკეები: მაგნუს კარლსენი, მაქსიმ ვაჩიერ-ლაგრავე, ჰიკარუ ნაკამურა, ანტონ კორობოვი, ალექსანდერ გრიშჩუკი და სხვები.

საქართველოდან ასპარეზობს 8 მოჭადრაკე: საერთაშორისო დიდოსტატები – ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი, გიგა ყუფარაძე, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი; საერთაშორისო ოსტატები – მერი არაბიძე, სოფიო გვეტაძე და ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ხომერიკი.