ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში 2026

2026 წლის 2-13 ნოემბერს, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერსონისოსში, გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში.

ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) ეგიდით ორგანიზებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში 48 ქვეყნის 1248 ახალგაზრდა მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატი ექვს ასაკობრივ კატეგორიაში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჩატარდება. თითოეული ასაკობრივი ჯგუფი ორ კატეგორიებად იქნება დაყოფილი – Open და Girls .

ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართება. თითოეულ მონაწილეს პარტიისთვის 90 წუთი ექნება, ყოველ სვლაზე კი დამატებით 30 წამი.

საქართველოდან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 25 მოჭადრაკე იასპარეზებს. მათ შორის ოთხი აჭარის წარმომადგენელია: კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე, მარიამ ცეცხლაძე და დანიელ სხვიტარიძე.

საქართველოს დელეგაციის სრული შემადგენლობა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:

გვარი, სახელიკატეგორია
კირთაძე ანასტასია18 წლამდე გოგონათა შორის
გვათუა მარიამი18 წლამდე გოგონათა შორის
ცეცხლაძე მარიამი18 წლამდე გოგონათა შორის
მგელაძე კესარია16 წლამდე გოგონათა შორის
კოღუაშვილი თეკლა16 წლამდე გოგონათა შორის
კალანდაძე მარიამი16 წლამდე გოგონათა შორის
აშოთია ბარბარე16 წლამდე გოგონათა შორის
რუსიტაშვილი თეა14 წლამდე გოგონათა შორის
შონია ბარბარე14 წლამდე გოგონათა შორის
სალთხუციშვილი სარა12 წლამდე გოგონათა შორის
რეხვიაშვილი მარიამი12 წლამდე გოგონათა შორის
გიორგაძე მარიამი12 წლამდე გოგონათა შორის
დოღრაშვილი მართა12 წლამდე გოგონათა შორის
სვანაძე ლილე10 წლამდე გოგონათა შორის
მიქაძე მარიამი8 წლამდე გოგონათა შორის
შამათავა ნიკოლოზი18 წლამდე ჭაბუკთა შორის
ბექაური გიორგი18 წლამდე ჭაბუკთა შორის
ტაბატაძე ერეკლე16 წლამდე ჭაბუკთა შორის
გაბადაძე გაბრიელი14 წლამდე ჭაბუკთა შორის
ქუნთელია ლუკა14 წლამდე ჭაბუკთა შორის
აკოპაშვილი ალექსანდრე14 წლამდე ჭაბუკთა შორის
ღონღაძე ალექსანდრე12 წლამდე ჭაბუკთა შორის
სხვიტარიძე დნიელი10 წლამდე ჭაბუკთა შორის
მჟავანაძე ნიკოლოზი8 წლამდე ჭაბუკთა შორის
სარია ანდრია8 წლამდე ჭაბუკთა შორის