ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმა კოლეჯთან ,,ახალი ტალღა“ და  ქობულეთის საჭადრაკო კლუბთან ‘’ქიში’’.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის  ‘’შშმ პირთა უფლებებისთვის’’  დამფუძნებელი ბატონი თამაზ მჟავანაძე, რომელიც იყო ინიციატორი კოლეჯთან თანამშრომლობისა.

მხარეების მიზანია, ხელი შეუწყოს ქობულეთის რაიონში ჭადრაკის შესწავლას, პოპულარიზაციას, ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას და  შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციას.

სასიხარულოა, რომ კოლეჯის სტუდენტებმა მენეჯმენტთან ერთად გამოთქვეს ჭადრაკის შესწავლის სურვილი და უკვე შეიქმნა ჯგუფი გაკვეთილების ჩასატარებლად.

საზეიმო ვითარებაში ხელმძღვანელობამ ერთობლივად გაჭრა ფედერაციის და კოლეჯის ლოგოთი  დამზადებული ტორტი.

დაიგეგმა მრავალი ღონისძიება, რაც იმედს გვაძლევს, რომ გარდა კოლეჯის და სტუდენტების ჩართულობისა, მთლიანად რაიონში გამოცოცხლდება საჭადრაკო ცხოვრება და პროექტი მრავალმხრივ წარმატებული იქნება.