აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 2019 წლის 4 ოქტომბერს ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში სტარტს აიღებს “მამია ხარაზის მემორიალი” სწრაფ ჭადრაკში, რომელიც ჩატარდება ორი ტურნირის სახით: ღია და 12 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის.
ჩემპიონატი გაიმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად, თითოეული მოჭადრაკეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე თითო სვლაზე 10 წამის დამატებით.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან მუხაშარია.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ტერელაძე
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით დებულებას: