საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV, III და II სპორტულ თანრიგზე

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 10-11 ოქტომბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში V, IV, III და II თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/mcRodSdFtTwGgoRt5

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 9 ოქტომბერი 19:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს
ორგანიზატორი.

რეგისტრაციაზე საკონტაქტო ნომერი: 558 118 683

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 10 ოქტომბერი, 13:00 სთ.
I-II-III ტური ჩატარდება 10 ოქტომბერს.
I ტური – 13:30 სთ.   II ტური – 14:15 სთ.  III ტური – 15:00 სთ.
IV-V-VI-VII ტური გაიმართება  11 ოქტომბერს.
IV ტური – 13:00 სთ.  V ტური – 13:45 სთ.  VI ტური – 14:30 სთ.  VII ტური – 15:15 სთ.
ტურნირის დახურვა: 11 ოქტომბერი, 16:00 სთ.

სატურნირო შესატანი 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის
პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა –
 https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი,
წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

დაჯილდოება:

  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით.
  • V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • II თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5.5 და მეტ ქულას მიენიჭებათ II სპორტული თანრიგის 1 ბალი.

ტურნირის დირექტორი: : ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი სალომე მელია