სომხეთის ქალაქ წაღკაძორში დასრულდა მსოფლიო სასკოლო გუნდური ჩემპიონატის ევროპის კონტინენტური ეტაპი.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 8 ტურად ჩატარდა.
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდმა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ლილე სვანაძემ გოგონათა დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და დამსახურებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა!
საქართველოს გუნდის წევრები:
• გაბრიელ გაბადაძე
• დავით თათვიძე
• ლუკა ნემსიწვერიძე
• ცოტნე არსენიძე
• ლილე სვანაძე
გუნდის კაპიტანი – ინგა კიკვიძე.


