2020 წელს ჩატარდება I მსოფლიო საჭადრაკო პარალიმპიადა !

2020 წლის 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით რუსეთის ქ. ხანტი-მანსიისკში ჩატარდება პირველი მსოფლიო საჭადრაკო პარალიმპიადა.

ფიდეში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომისია 2014 წელს შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი გერმანელი დიდოსტატი თომას ლუთერია. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ამ კომისიის წევრია ბათუმელი დიდოსტატი სალომე მელია, კომისიის ზედამხედველი კი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი.