Grand Chess Tour 2026

ბუქარესტი Grand Chess Tour 2026-ის მორიგ ეტაპს მასპინძლობს! რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ოფიციალურად გაიხსნა Superbet Chess Classic Romania — Grand Chess Tour 2026-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ეტაპი.

ტურნირი რუმინეთის ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში მიმდინარეობს და მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებს აერთიანებს.

შეჯიბრი წრიული სისტემით, 9 ტურად 10 მონაწილე შორის მიმდინარეობს.

საპრიზო ფონდი $475,000-ს შეადგენს, ხოლო მონაწილეები Grand Chess Tour-ის სარეიტინგო ქულებსაც დააგროვებენ.

პარტიები ოფიციალურად 14 მაისიდან დაიწყო.

მონაწილეები:

  1. ფაბიანო კარუანა (2788 | 🇺🇸)
  2. ჯავოხირ სინდაროვი (2776 | 🇺🇿)
  3. ანიშ გირი (2767 | 🇳🇱)
  4. ვინსენტ კაიმერი (2759 | 🇩🇪)
  5. ალირეზა ფირუჯა (2759 | 🇫🇷)
  6. უესლი სო (2754 | 🇺🇸)
  7. იორდენ ვან ფორესტი (2735 | 🇳🇱)
  8. პრაგნანანდა რამეშბაბუ (2733 | 🇮🇳)
  9. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2717 | 🇫🇷)
  10. ბოგდან-დანიელ დიაკი (2655 | 🇷🇴)

Grand Chess Tour 2026-ის კალენდარი:

  • Super Rapid & Blitz Poland — 3-10 მაისი
  • Super Chess Classic Romania — 12-24 მაისი
  • Super Rapid & Blitz Croatia — 29 ივნისი – 6 ივლისი
  • Saint Louis Rapid & Blitz — 31 ივლისი – 7 აგვისტო
  • Sinquefield Cup — 8-21 აგვისტო
  • GCT Finals — 21-28 აგვისტო