“FIDE Chess.com Grand Swiss 2019”

ინგლისის კუნძულ მენზე სტარტი აიღო მსოფლიოში  უძლიერესმა საერთაშორისო ტურნირმა ‘FIDE Chess.com Grand Swiss 2019’, რომელიც ტარდება შვეიცარული სისტემით 11 ტურად (10-21 ოქტომბერს). მასში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 432 500$ შეადგენს  და გამარჯვებული  პრეტენდენტთა ტურნირზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

საქართველოს სახელით ტურნირში ასპარეზობენ: ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი და ნინო ბაციაშვილი.