FIDE-ს ქალთა გრან-პრის დასკვნითი ეტაპი ჟანსაია აბდუმალიკის გამარჯვებით დასრულდა!

დასრულდა FIDE-ს ქალთა გრან-პრის დასკვნითი ეტაპი, რომელიც 22 მაისიდან – 2 ივნისამდე გიბრალტარში იმართებოდა.

ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი) ბოლო ტურში შეუფერხებლად დაუზავდა ანა მუზიჩუკს (უკრაინა) და ტურნირში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ასპარეზობაში მონაწილეობდა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერი, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე. მან 11-დან 6 ქულა დააგროვა და VI ადგილი დაიკავა.

ნანა ძაგნიძეს ტექნიკური შედეგები