FIDE-ს პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულნი

28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, კვიპროსში გაიმართა FIDE-ს პრეტენდენტთა ტურნირი მამაკაცთა და ქალთა შორის.

პრეტენდენტთა ტურნირი წარმოადგენს FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის უმნიშვნელოვანეს ეტაპს.

ჩატარდა ორი ტურნირი:

  • მამაკაცთა (Open) პრეტენდენტთა ტურნირი
  • ქალთა პრეტენდენტთა ტურნირი
ორივე ტურნირში მონაწილეობდა 8-8 მოჭადრაკე. ღონისძიება ჩატარდა ორმაგი წრიული სისტემით, 14 ტურად. თითოეულმა მონაწილემ ორჯერ ეთამაშა ყველა მეტოქეს (თეთრებით და შავებით).
დროის კონტროლი

მამაკაცთა ტურნირი: 120 წუთი პირველი 40 სვლისთვის, დამატებით 30 წუთი პარტიის ბოლომდე და 30 წამი თითო სვლაზე 41-ე სვლიდან.

ქალთა ტურნირი: 90 წუთი პირველი 40 სვლისთვის, დამატებით 30 წუთი და 30 წამი თითო სვლაზე (პირველი სვლიდან).

მამაკაცთა შორის ტურნირის გამარჯვებული უზბეკელი დიდოსტატი სინდაროვ ჯავოხირი გახდა, რომელმაც შეჯიბრი დამარცხების გარეშე განვლო. ქალთა შორის გამარჯვებული კი ინდოელი დიდოსტატი ვაიშალი რამეშბაბუ გახდა.

ტურნირის გამარჯვებულები (როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის) იღებენ უფლებას ითამაშონ მსოფლიო ჩემპიონობის მატჩში:

მამაკაცთა შორის გამარჯვებული სინდაროვ ჯავოხირი მსოფლიო პირველობისთვის შეეჯიბრება მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს გუკეშ დომარაჯუს.

ქალთა შორის გამარჯვებული ვაიშალი რამეშბაბუ მსოფლიო პირველობისთვის ქალთა შორის შეეჯიბრება მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს ჯუ ვენჯუნს.