FIDE-ს პირველი ონლაინ მსოფლიოს კორპორატიული ჩემპიონატი

FIDE– ს პირველი ონლაინ მსოფლიოს კორპორატიული ჩემპიონატი გაიმართება 19-21 თებერვალს საჭადრაკო პლატფორმაზე  www.chess.com

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 2 წამის დამატებით.

ტურნირში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 თებერვალი, რომლის შემდეგაც გამოცხადდება ტურნირის ჩატარების სისტემა.

გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

  • ძირითადი გუნდი უნდა შედგებოდეს 4 მოთამაშისგან, რომელთაგან მინიმუმ ერთი ქალი და ერთი ვაჟი უნდა იყოს;
  • გუნდს შესაძლოა ყავდეს 2 სათადარიგო მოთამაშე, 1 ვაჟთა და 1 ქალთა შორის;
  • გუნდს შესაძლოა ყავდეს მხოლოდ 1 მოწვეული მოთამაშე;
  • გუნდში დასაშვებია მხოლოდ ერთი მოთამაშე FIDE– ს რეიტინგით 2500 და მეტი;
  • გუნდის კაპიტანი შესაძლოა იყოს როგორც მოთამაშე, ასევე სხვა პირი.