ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი

16-31 მაისს ევროპის საჭადრაკო კავშირის ორგანიზებით სტარტს აიღებს ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ჩატარდება chess.com-ის ვირტუალურ პლატფორმაზე.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც მიეკუთვნება ევროპის რომელიმე ეროვნულ ფედერაციას. დროის კონტროლი 10 წუთი 2 წამის დამატებით. ღონისძიებები გაიმართება სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში.