European Club Cup 2021

ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში, 17-25 სექტემბრს, ქალთა და ვაჟთა შორის ევროპის საკლუბო თასი გაიმართა.

ორივე ღონისძიება ჩატარდა 7 ტურად, დროის კონტროლით 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთის დამატებით , + 30 წამი პირველივე სვლიდან.

ღონისძიებების საერთო საპრიზო ფონდი იყო 44 000 ევრო, 28 000 ღია ტურნირისთვის და 15 000 ქალთათვის.  თითოეულ ტურნირში დაჯილდოვდა 5 საუკეთესო გუნდი.

ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. Mednyi Vsadnik (რუსეთი)
  2. AVE Novy Bor (ჩეხეთი)
  3. Vugar Gashimov (აზერბაიჯანი)
  4. KPRF (რუსეთი)
  5. Skakfelag Selfoss (ისლანდია)

ქალთა კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. South Ural (რუსეთი)
  2. Monte-Carlo (მონაკო)
  3. GRECO – Kyiv Chess Federation (უკრაინა)
  4. SK Erste Bank Baden (ავსტრია)
  5. Kumanovo (ჩრდილოეთ მაკედონია)

აღსანიშნავია, რომ Monte-Carlo-ს კლუბს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ქართველი ნანა ძაგნიძეც წარმოადგენდა და მან 6 ნათამაშები პარტიიდან 4 ქულა დააგროვა.