ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში, 17-25 სექტემბრს, ქალთა და ვაჟთა შორის ევროპის საკლუბო თასი გაიმართა.
ორივე ღონისძიება ჩატარდა 7 ტურად, დროის კონტროლით 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთის დამატებით , + 30 წამი პირველივე სვლიდან.
ღონისძიებების საერთო საპრიზო ფონდი იყო 44 000 ევრო, 28 000 ღია ტურნირისთვის და 15 000 ქალთათვის. თითოეულ ტურნირში დაჯილდოვდა 5 საუკეთესო გუნდი.
ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
- Mednyi Vsadnik (რუსეთი)
- AVE Novy Bor (ჩეხეთი)
- Vugar Gashimov (აზერბაიჯანი)
- KPRF (რუსეთი)
- Skakfelag Selfoss (ისლანდია)
ქალთა კატეგორიის გამარჯვებულები:
- South Ural (რუსეთი)
- Monte-Carlo (მონაკო)
- GRECO – Kyiv Chess Federation (უკრაინა)
- SK Erste Bank Baden (ავსტრია)
- Kumanovo (ჩრდილოეთ მაკედონია)
აღსანიშნავია, რომ Monte-Carlo-ს კლუბს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ქართველი ნანა ძაგნიძეც წარმოადგენდა და მან 6 ნათამაშები პარტიიდან 4 ქულა დააგროვა.