აჭარის ჩემპიონატების შედეგები 8, 12, 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

ქალაქ ბათუმის  სასპორტო სკოლაში  დამთავრდა აჭარის ჩემპიონატები 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის 95 მოჭადრაკე ასპარეზობდა.

ჩემპიონატი 7 ტურად გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
8 წლამდე ჭაბუკები:

8 წლამდე გოგონები:

12 წლამდე ჭაბუკები:

12 წლამდე გოგონები:

16 წლამდე ჭაბუკები:

16 წლამდე გოგონები:

აღსანიშნავია, რომ 8 წლამდე კატეგორიაში  ჩემპიონობა  ქობულეთელმა და-ძმამ  ანი და ანრი  ყალიჩავებმა  მოიპოვეს (მწვრთნელი  ამირან  მჟავანაძე). ანრი საბავშვო  ბაღის  აღსაზრდელია. ხოლო  ყველაზე პატარა გოგონამ — 6 წლის ანასტასია  ბასილაძემ,  8 წლამდე გოგონებში მესამე საპრიზო ადგილი აიღო.        

ტურნირის დახურვას ესწრებოდა ქობულეთის კოლეჯის ,,ახალი ტალღა,, წარმომადგენელი ქ-ნი თამარ   თედორაძე.  კოლეჯსა  და  ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის  საფუძველზე,  კოლეჯმა ჩემპიონებისთვის   ორიგინალური თასები დაამზადა, რომელიც მათ ქალბატონმა თამარ თედორაძემ  გადასცა.    

 დღეს, 8 თებერვალს, 13:00  საათიდან იგივე ასაკობრივ ჯგუფებში  გაიმართება   აჭარის ჩემპიონატები რაპიდში. ხოლო  9 თებერვალს  15:00 სთ -დან ბლიცებში.